ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო გამართავს ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრას ტყიბულის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
შეხვედრის მიზანია ტყიბულში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საჭიროებების კვლევა და გამოცხადებული საგრანტო კონკურსების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
შეხვედრა გაიმართება პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“. ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.
კომენტარები