ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, როგორც პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის"იმერეთის რეგიონული ჰაბი, სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საკონსულტაციო შეხვედრას გამართავს. შეხვედრის თემა: სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა და მოხალისეობა.
შეხვედრების ადგილი და თარიღი:
19/03/2019 - სამტრედიის მუნიციპალიტეტი - 11:30 სთ
აღნიშნული პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.
კომენტარები