ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, გამართავს საკონსულტაციო შეხვედრას თერჯოლის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებთან და აქტიურ მოქალაქეებთან.
შეხვედრის მიზანი გახლავთ ინფორმაციის მიწოდება იმერეთის რეგიონში გამოცხადებული საგრანტო კონკურსების შესახებ; ასევე, იმერეთის რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საჭიროებების კვლევის საფუძველზე მომზადებული დოკუმენტის გაცნობა.
შეხვედრა გაიმართება პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.
კომენტარები