background

სხვა

blog image
21 დეკემბერი

საკონსულტაციო შეხვედრა - სამტრედიის მუნიციპალიტეტში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, პროექტის  „სამოქალაქო  საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, გამართავს საკონსულტაციო შეხვედრას    სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების  წევრებთან და აქტიურ მოქალაქეებთან.

შეხვედრის მიზანი გახლავთ ინფორმაციის მიწოდება იმერეთის რეგიონში  გამოცხადებული საგრანტო კონკურსების შესახებ; ასევე, იმერეთის რეგიონში  მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საჭიროებების კვლევის  საფუძველზე მომზადებული დოკუმენტის გაცნობა.

შეხვედრა გაიმართება პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა:  მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების  ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც  ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS)  მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი