background

სხვა

blog image
22 ივლისი

საჯარო შეხვედრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში

ევროკავშირის მხარდაჭერით და იმერეთის რეგიონული ჰაბის - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia) ორგანიზებით გაიმართება საჯარო შეხვედრა თემაზე „მიგრაციის გამომწვევი მიზეზები და დასაქმების შესაძლებლობები იმერეთის რეგიონში“. შეხვედრა ჩატარდება ქალაქ წყალტუბოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში.

შეხვედრაზე მოწვეულ სპიკერებთან და დამსწრე საზოგადოებასთან ერთად გაიმართება მსჯელობა რეგიონიდან ახალგაზრდების შიდა და გარე მიგრაციის გამომწვევ მიზეზებზე, რეგიონში ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობებსა და ამ მიმართულებით არსებულ სახელმწიფო პოლიტიკაზე.

შეხვედრას დაესწრებიან იმერეთის მხარის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული განყოფილების წარმომადგენლები და  ახალგაზრდები.

მსგავსი ტიპის შეხვედრების ორგანიზებას იმერეთის რეგიონული ჰაბი მომდევნო თვეებშიც გეგმავს, სადაც განხილული იქნება საზოგადოებისთვის სხვადასხვა აქტუალური თემები/საკითხები.

იმერეთის რეგიონული ჰაბის მიზანია რეგიონის დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მდგრადობის შენარჩუნების, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ზრდის უზრუნველყოფის გზით.

შეხვედრა გაიმართება პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი