2022 წლის 19 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის საკონფერენციო დარბაზში, იმერეთის რეგიონული ჰაბის - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia) ორგანიზებით გაიმართება საჯარო შეხვედრა „მონაწილეობრივი ახალგაზრდობის პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე“.
საჯარო შეხვედრაზე მოწვეულ სპიკერებთან და დამსწრე საზოგადოებასთან ერთად მსჯელობა შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების შესაძლებლობებსა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.
შეხვედრა იმართება პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.
კომენტარები