2022 წლის 09 დეკემბერს, ევროკავშირის მხარდაჭერით და იმერეთის რეგიონული ჰაბის - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia) ორგანიზებით გაიმართება საჯარო შეხვედრა თემაზე სამოქალაქო საზოგადოების როლი, ღია მმართელობის პარტნიორობის (OGP) განხორციელების პროცესში. შეხვედრა ჩატარდება ქალაქ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
შეხვედრაზე მოწვეულ სპიკერებთან და დამსწრე საზოგადოებასთან ერთად გაიმართება მსჯელობა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ძირითად პრინციპებსა და მიზნებზე. OGP-ის ადგილობრივი პროგრამის შესაძლებლობებზე და მოეწყობა ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმის წარდგენა/განხილვა.
შეხვედრას დაესწრებიან იმერეთის მხარის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ახალგაზრდები.
იმერეთის რეგიონული ჰაბის მიზანია რეგიონის დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მდგრადობის შენარჩუნების, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ზრდის უზრუნველყოფის გზით.
შეხვედრა გაიმართება პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.
კომენტარები