2024 წლის 20 მარტს იმერეთის რეგიონული ჰაბის- ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia) ორგანიზებით, გაიმართება საჯარო კონსულტაცია იმერეთის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.
შეხვედრაზე მოწვეულ სტუმართან, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ,,სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში" ეროვნულ კოორდინატორთან, ქალბატონ თამარ გურეშიძესთან ერთად იმსჯელებენ რეგიონულ დონოზე არსებული საჭიროებებისა და ინტერესის სფეროებზე.
იმერეთის რეგიონული ჰაბის მიზანია რეგიონის დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მდგრადობის შენარჩუნების, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ზრდის უზრუნველყოფის გზით.
შეხვედრა გაიმართება პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.
კომენტარები