ქუთაისის უნივერსიტეტში "LDA Georgia - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო"-ს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრის მიზანია ახალგაზრდებისთვის ორგანიზაციის საქმიანობის, ახალგაზრდული შესაძლებლობების, გაცვლითი პროგრამების, გამოცხადებული სტაჟირების პროგრამის შესახებ ინფორმაციის გაზიარება.
შეხვედრა გაიმართება 21 ნოემბერს, 15:00 საათზე ქუთაისის უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში.
კომენტარები