იყავი ინფორმირებული! გამოიყენე შესაძლებლობები!
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო 15 ოქტომბერს, 12:00 სთ-ზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის N1114 აუდიტორიაში, ახალგაზრდებისთვის გამართავს საინფორმაციო შეხვედრას.
შეხვედრა მოიცავს რამდენიმე სესიას:
- სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს საქმიანობის, Erasmus+ / ESC და ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების შესახებ;
- მიიღებენ ინფორმაციას ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული სტაჟირების გავლის შესაძლებლობის შესახებ;
- შესაძლებლობა ექნებათ,ადგილზე შეავსონ ორგანიზაციის ბაზაზე არსებული ახალგაზრდული კლუბის სააპლიკაციო ფორმა და გახდნენ კლუბის წევრები;
- ასევე, გაეცნობიან მოხალისეობრივი პლატფორმის, „დროის ბანკის“ ფუნქციონირებისა და გამოყენების სპეციფიკას.
კომენტარები