ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო აცხადებს საგრანტო კონკურსს "ადგილობრივთა ინიციატივა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის ეკონომიკური განვითარებისათვის".
საგრანტო კონკურსი ცხადდება გრანტის "რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება LDA Georgia-ს მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის, ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ რეგიონში დამწყებ ან არსებულ მეწარმეებს/ფერმერებს/ბიზნესმენებს, რომლებიც გრანტით დაფინანსებულ საქმიანობას განახორციელებენ ამავე რეგიონში;
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 02 ნოემბერი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2020 წლის, 20 ნოემბერს.
კომენტარები