background

სხვა

blog image
8 დეკემბერი

რეგიონალური კონფერენცია მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, გამართა რეგიონალური კონფერენცია მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გრანტის დონორმა ორგანიზაციებმა, მოწვეულმა მომხსენებლებმა, იმერეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის და გრანტის ფარგლებში შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრებმა.

რეგიონალური კონფერენცია მიზნად ისახავდა საუკეთესო პრაქტიკის და არსებული გამოწვევების გაზიარებას თითოეული ჩართულობის მექანიზმის შესახებ იმერეთის მხარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მონაწილეობით, ასევე კონფერენციის გარკვეული ნაწილი დაეთმო განხორციელებული გრანტის შედეგებისა და მიღწევების წარდგენას.

მეორე ნაწილი დაეთმო იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მიერ მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების უზრუნველყოფის მნიშვნელობას და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ასევე წარდგენილ იქნა მოქალაქეთა უკუკავშირის ონლაინ პლატფორმა, რომელიც საპილოტედ შეიქმნა ვანის, ხონის, ხარაგაულის, სამტრედიის, ბაღდათის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებისთვის.

აღნიშნული პლატფორმა მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს შესაძლებლობას აძლევს შეაფასოს მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული სოციალური პროგრამები/სერვისები, რომლითაც ისარგებლეს საბიუჯეტო წლის განმავლობაში.

✅ აღნიშნული რეგიონალური კონფერენცია ჩატარდა გრანტის "მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში" ფარგლებში, რომელიც განხორციელდა არგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი