background

სხვა

blog image
27 იანვარი

რადიო გადაცემა - "არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში"

მოგვისმინეთ, რადიო "ძველი ქალაქის" სიხშირით, 27 იანვარს, 18:00 საათზე. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ხუხუა, ისაუბრებს პროექტის, "არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში", მიზნებსა და ამოცანებზე. 

ასევე, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ მოწვეული ექსპერტები, ფსიქოლოგი თეა ფანჩულიძე და იურისტი ანა ჩაფიძე, თავის მხრივ, გაგვაცნობენ არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სტრატეგიასა და მის ძირითად პრინციპებს. 

აღნიშნული პროექტი ხორციელდება ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ(LDA), სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) და საქართველოს წამების მსხვერპლთა და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) მიერ გამოცხადებული მცირე გრანტების პროგრამაში.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი