background

სხვა

blog image
11 ნოემბერი

ქუთაისში გაიმართა შეხვედრა თემაზე - დეცენტრალიზაციის რეფორმა საქართველოში, სტრატეგია და გამოწვევები.

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა,საზოგადოების სხვადასხვა აქტორების ჩართულობის ხარიხის ზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ჩვენი ორგანიზაციისათვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია!

გვახარებს ის ფაქტი, რომ, თავისმხრივ, საზოგადოება იჩენს მზაობას, აქტიურად ჩაერთოს მნიშვნელოვანი დოკუმენტების განხილვის პროცესში. რაც თვალსაჩინოდ გამოჩნდა, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე - დეცენტრალიზაციის რეფორმა საქართველოში, სტრატეგია და გამოწვევები.

  • საინფორმაციოდ გიზიარებთ პოსტს.

ქუთაისში გაიმართა შეხვედრა თემაზე - დეცენტრალიზაციის რეფორმა საქართველოში, სტრატეგია და გამოწვევები.

  • შეხვედრის მიზანი გახლდათ, დაინტერესებულ ჯგუფებს ემსჯელათ რეგიონის განვითარების გამოწვევებსა და პერსპექტივებზე, განეხილათ სხვადასხვა დაინტერსებულ მხარეს შორის (ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ბიზნესი, აკადემიური წრეები) თანამონაწილეობისა და თანამშრომლობის მექანიზმები.
  •  შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა - ნიკოლოზ როსებაშვილმა და „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ (CTC) ექსპერტმა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხში - გია ტოკლიკიშვილმა, მონაწილეებს გააცნეს პრეზენტაცია თემაზე: ,,დეცენტრალიზაციის რეფორმა საქართველოში, სტრატეგია და გამოწვევები“. მოხსენების შემდეგ შედგა დისკუსია პრეზენტაციაში ასახულ მნიშვნელოვან საკითხებზე.
  • შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის იმერეთში - იოსებ ხახალეიშვილის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ იმერეთის მხარის 12 მუნიციპალიტეტის თვითმმართველობებისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრა ორგანიზებული იყო ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ პროექტის: ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი