background

სხვა

blog image
16 ოქტომბერი

პროექტის პრეზენტაცია ზუგდიდში

2018 წლის 16 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო გამართავს პროექტის პრეზენტაციას სახელწოდებით „სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა“. პროექტის პრეზენტაციაზე ასევე ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გუბერნიასთან.

პროექტის მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტებში საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ასოცირების შეთანხმების 21-ე თავის - „რეგიონული განვითარება, თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე“ შესახებ,რომელიც ხორციელდება GIZ-ის პროექტის „მმოლდოვასა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში რეგიონული განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პლატფორმა“ ფინანსური მხარდაჭერით.

მისამართი: ქ.ზუგდიდი, ზ.გამსახურდიას №45
სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციული შენობა,
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზი


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი