ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia) პროექტის ,,მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში’’ ფარგლებში ვანის მუნიციპალიტეტში გეგმავს მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრას, რომელსაც დაესწრებიან, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე საინიციატივო ჯგუფის წევრები.
საპროექტო გუნდისა და საინიციატივო ჯგუფის მეშვეობით მრგვალი მაგიდის ფარგლებში წარსდგება კვლევის ჩატარების შედეგად მუნიციპალიტეტებში გამოკვეთილი პრობლემები. შეხვედრაზე მსჯელობა გაიმართება პრობლემათა მოგვარების ეფექტურ გზებზე.
კომენტარები