background

სხვა

blog image
5 აპრილი

„მოქალაქეთა ინიციატივა ანგარიშვალდებული თვითმმართველობისათვის“ - პროექტის დასკვნითი კონფერენცია

2019 წლის 5 აპრილს, 13:00 საათზე, ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, პროექტის „მოქალაქეთა ინიციატივა ანგარიშვალდებული თვითმმართველობისათვის“ შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს.


შეხვედრის მიზანი გახლავთ პროექტის ფარგლებში გამოკვეთილი საჭიროებების შეჯამება, მიღწეული შედეგებისა და იმ გამოწვევების შეფასება, რომელიც ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში გამოიკვეთა.
პროექტის მიზანია, უზრუნველყოს იმერეთის მხარის ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში ეფექტური თვითმმართველობის განხორციელება, ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში - ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის სისტემატური ანგარიშგებისა და უწყვეტი დიალოგის მეშვეობით.

 

აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის" პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება World Vision საქართველოს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისა (საეა) და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი