ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა" ფარგლებში, კონსულტაციებს გასცემს სამოქალაქო საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის თერჯოლის მუნიციპალიტეტში.
შეხვედრის ფარგლებში დამსწრე პირებს გაეცნობათ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც ეხება სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების წინაშე COVID 19-ის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებსა და საჭიროებებს; გაეწევათ კონსულტაცია ორგანიზაციის მართვის საკითხებზე მათი გაძლიერების მიზნით; ინფორმაცია მიეწოდებათ იმერეთის რეგიონში გამოცხადებული საგრანტო კონკურსების შესახებ.
კომენტარები