კონკურსი სამოქალაქო საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციების შესარჩევად
განცხადება ფორმების მიღებაზე
ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო- იმერეთის რეგიონული ჰაბი აცხადებს კონკურსს იმერეთის მხარეში სამოქალაქო საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციების შესარჩევად მათი სტრუქტურული გაძლიერების მიზნით.
კონკურსის შედეგად შერჩეული ორგანიზაციების მხარდაჭერა მოხდება ორგანიზაციის შიდა მართვის დოკუმენტის შემუშავების, სტრუქტურის ჩამოყალიბების, სტრატეგიული დაგეგმვისა და ორგანიზაციის მართვის მიმართულებით.
შერჩეული ორგანიზაციების მხარდაჭერასა და გაძლიერების პროცესში მონაწილეობას მიიღებს კონსორციუმის წევრი ორგანიზაციები[1]. პროექტი არ ითვალისიწნებს რაიმე ტიპის ფინანსურ ინტერვენციას.
კონკურსი ცხადდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
კონკურსი მიზნად ისახავს იმერეთის მხარეში სამოქალაქო საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციების, განსაკუთრებით ახლადშექმნილი ორგანიზაციების განვითარების მხარდაჭერას.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასების საფუძველზე, ორგანიზაცია ჩაატარებს ინდივიდუალურ გასაუბრებებს ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.
შერჩევის კრიტერიუმი
გადაწყვეტილება მიიღება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
განაცხადის ფორმა |
|
ხედვა |
|
* 0 – არ არის მოცემული 1- ძალიან სუსტია, არადამაკმაყოფილებელია 2 – სუსტია, 3 – დამაკმაყოფილებელია; 4 – ძლიერია; 5 – ძალიან ძლიერია. ჯამში, განმცხადებელმა ორგანიზაციამ უნდა მიიღოს მინიმუმ 8 ქულა
განაცხადის ფორმა (დანართი 1), მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად 2022 წლის 25 მარტის 18:00 საათამდე უნდა გამოგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: ldageorgiakutaisi@gmail.com
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო იტოვებს უფლებას არ შეარჩიოს არცერთი ორგანიზაცია და თავიდან გამოაცხადოს კონკურსი.
ვადები
|
საქმიანობის აღწერა |
ვადა |
1 |
კონკურსის გაზიარება |
23 თებერვალი, 2022 |
2 |
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა |
25 მარტი, 2022 |
3 |
ინდივიდუალური ინტერვიუები |
29 მარტი, 2022 |
4 |
ორგანიზაციის შერჩევა |
31 მარტი, 2022 |
საკონტაქტო ინფორმაცია
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia )
მის.: ქუთაისი, წერეთლის ქუჩა #111, 4600
ელ.ფოსტა: Ldageorgiakutaisi@aldaintranet.org
ნომერი: +995 0 431 24 24 02
კონკურსის კომპონენტთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში მიმართეთ პროექტის კოორდინატორის ასისტენტს: მარიამ ამბროლაძე - 557 36 62 68
იხილეთ დანართი 1
[1] საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC)
კომენტარები