background

სხვა

კონკურსი, მოხალისის შერჩევაზე!

ევროპის სოლიდარობის კორპუსის (ESC) მიერ დაფინანსებული 1 წლიანი პროექტი საფრანგეთში, ქ. ბორდო.

მიმღები ორგანიზაცია: Maison De L'Europe Bordeaux-Aquitane.
გამგზავნი ორგანიზაცია: LDA Georgia - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო.

პროექტის ხანგრძლივობა: 1 წელი (სექტემბერი 2020 - აგვისტო 2021)
მონაწილე ბორდოში ჩადის 2020 წლის სექტემბრის პირველ კვირაში.

მონაწილეებმა CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელ ფოსტაზე: ldageorgiakutaisi@gmail.com
გთხოვთ, subject ველში მიუთითოთ პროექტის სახელწოდება: Ambassadors of European and Olympic values

გამოგზავნის ბოლო ვადა: 2020 წლის 25 მაისი

შერჩევის კრიტერიუმი:

-მონაწილე არის 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდა;
-მონაწილის ინტერესი და მოტივაცია;
-მონაწილის პასუხისმგებლობის გრძნობა, როგორც მარტო, ისე გუნდური მუშაობისათვის მზაობა;
-ფლობს ფრანგულ ენას;

შერჩევის ეტაპები:

I ეტაპი - მიღებული დოკუმენტების გადარჩევა;
II ეტაპი - გასაუბრება ფრანგულ ენაზე;

 დაფინანსება:

- პროექტი სრულად ფარავს მონაწილის მგზავრობის, ვიზის, საკვების და საცხოვრებელის ხარჯებს, აგრეთვე, მონაწილეს ექნება ყოველთვიური ე.წ "ჯიბის ფული", სხვადასხვა საჭიროებებისათვის.

მოხალისის საქმიანობის შესახებ იხილეთ სრული ინფორმაცია, ინგლისურ ენაზე: t.ly/arww

უფრო მეტი ინფორმაცია მიმღები ორგანიზაციის და პროექტის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ: https://goo.gl/woz7Lm

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ ელ ფოსტაზე: ldageorgiakutaisi@gmail.com ან დაგვირეკეთ (0431) 24-24-02.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი