კონკურსი მოხალისის შერჩევაზე!
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო გაცნობებთ, რომ ცხადდება კონკურსი მოხალისეს შერჩევაშე, სტრასბურგში.
ახალგაზრდა მოხალისე იმუშავებს ევროპისა და საერთაშორისო საქმეთა დეპარტამენტში, 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის ივნისის ბოლომდე. მოხალისის საქმიანობა მოიცავს ევროპული ახალგაზრდობის სასარგებლოდ კონკრეტული ქმედებების შემუშავებასა და მათ განხორციელებას, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ევროპულ ინსტიტუტებთან თამანშრომლობით.
მოხალისეების შერჩევის პირველი კრიტერიუმია მოტივაცია. ფრანგული ენის ცონდა არ არის სავალდებულო, მისასალმებელია ინგლისური ენის ცოდნა. მოხალისეები შეიძლება იყვნენ 18-დან 30 წლამდე.
მოხალისე უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებლით სტუდენტურ დარბაზში (საერთო აბაზანით და სამზარეულოთი), ასევე კვებისა და საცხოვრებლის ხარჯების ნაწილი (თვეში 300 ევრო). მოხალისე ასევე მიიღებს ერაზმუს + პროგრამის 115 ევროს ჯიბის ფულის სახით.
კომენტარები