ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, თავის პარტნიორებთან ერთად: ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. ვინიცის რეგიონალური განვითარების სააგენტო (უკრაინა), ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების ასოციაცია (საფრანგეთი), განჯა (აზერბაიჯანი), ,,ფორმა აზიონე’’ (იტალია), ლოძის მარშალის ოფისი (პოლონეთი), ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ “Erasmus+’’ პროექტს " JOURNEY - ერთობლივი ორგანიზაცია ახალგაზრდების სამეწარმეო სოფლის ქსელების გაერთიანებისთვის ’’.
პროექტის ფარგლებში, აპლიკაციების საფუძველზე შეირჩევიან მენტორები, ხოლო მომდევნო ეტაპზე მათ ჩაუტარდებათ გასაუბრება ინგლისურ ენაზე.
მენტორების შერჩევის კრიტერიუმები:
1) სამუშაო გამოცდილება შემდეგ სფეროებში: სოფლის მეურნეობა, ბიზნესი, განათლება, ახალგაზრდული საქმეები;
2) მენტორობა არის მოხალისეობრივი (არ ანაზღაურებადი სამსახური);
3) სრული ჩართულობა პროექტით გათვალისწინებულ ყველა აქტივობაში პროექტის დასრულებამდე;
4) ინგლისურ ენის ცოდნა (B1 ან B2 დონე), რადგან პროექტის სამუშაო ენა არის ინგლისური და ვიზიტების დროს საკომუნიკაციოდ გამოყენებული იქნება მხოლოდ ინგლისური ენა;
დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო ფორმა, ატვირთონ რეზიუმე CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე.
აპლიკაციების შევსების ბოლო ვადაა: 2019 წლის 3 აპრილი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ldageorgia@aldaintranet.org(ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო)
interrelations@kutaisi.gov.ge (ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, ადმინისტრაციული სამსახური, საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილება)
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ მოცემული ბმული:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdXMgmCCS-drPg69wWjIRxZdQgxbPXou_ZwIyD3plCzG8Tnxg/viewform
კომენტარები