თუ დაინტერესებული ხარ მეწარმეობით და გსურს გაიღრმავო ცოდნა სამეწარმეო საკითხებზე, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო 16 წლიდან 30 წლამდე ახალგაზრდებს სთავაზობს ახალგაზრდულ სამეწარმეო კლუბში გაწევრიანებას.
ახალგაზრდები პოლონელ, უკრაინელ და აზერბაიჯანელ დამწყებ მეწარმეებთან ერთად ჩაერთვებიან სხვადასხვა სახის აქტივობებში, მიიღებენ ახალ გამოცდილებას და შესაძლებლობა ექნებათ აგრო ტურით ეწვიონ სხვადასხვა წარმატებულ მეურნეობას.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 22 ივლისი.
პროექტი ხორციელდება ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, თავის პარტნიორებთან ერთად: ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. ვინიცის რეგიონალური განვითარების სააგენტო (უკრაინა), ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების ასოციაცია (საფრანგეთი), განჯა (აზერბაიჯანი), ,,ფორმა აზიონე’’ (იტალია), ლოძის მარშალის ოფისი (პოლონეთი), ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ “Erasmus+’’ პროექტს " JOURNEY - ერთობლივი ორგანიზაცია ახალგაზრდების სამეწარმეო სოფლის ქსელების გაერთიანებისთვის ’’.
განაცხადის შესავსებად მიჰყევით ბმულს:
კომენტარები