ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, ახორციელებს პროექტს სახელწოდებით - „სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა“, რომელიც ხორციელდება GIZ-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის რეგიონული განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პლატფორმა“ ფარგლებში.
პროექტის მიზანია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტებში საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ასოცირების შეთანხმების 21-ე თავის - „რეგიონული განვითარება, თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე“ შესახებ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, თემაზე -„რეგიონის განვითარება“, აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის.
კონკურსის მიზანია:
- ადგილობრვი მედიასაშუალებების წახალისება;
- საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდა ევროკავშირთან ასოცირების პროცესის, 21-ე თავით განსაზღვრულ საკითხებთან მიმართებით. https://bit.ly/2R644NG (გვ 478-481)
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მოქმედი ყველა ტიპის მედიასაშუალების წარმომადგენელს:
- ტელევიზია;
- რადიო;
- ბეჭდვითი/ონლაინ მედია.
საკონკურსო პირობები:
- კონკურსზე შეიძლება წარმოდგენილი იქნას ერთჯერადი ნამუშევარი, (ტელე/რადიო გადაცემა, საგაზეთო სტატია, ინტერნეტ (ონლაინ) მედია ნამუშევარი).
- ერთმა კონკურსანტმა შეიძლება წარმოადგინოს ერთი ნამუშევარი.
- განიხილება მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მოქმედი მედია საშუალებებით გავრცელებული ქართულენოვანი მასალა. ნამუშევრების წარდგენისათვის კონკურსი ღიაა 2018 წლის 28 იანვრიდან 2019 წლის 20 მაისამდე. დაგვიანებული განცხადებები არ განიხილება.
შეფასების კრიტერიუმები:
- რამდენად აქტუალურია შერჩეული თემა/საკითხ(ებ)ი;
- რამდენად პასუხობს საკონკურსო განაცხადით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
- რამდენად სიღრმისეულად არის გამოკვლეული/განხილული საკითხი;
- რამდენად გასაგებია, საინტერესოა, მიმზიდველია ნამუშევარი მსმენელის ან მკითხველისათვის.
ნამუშევრებს შეაფასებს ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია. გამარჯვებული ნამუშევრის ავტორს გადაეცემა ლეპტოპი და სერტიფიკატი.
საკონკურსო განაცხადის წარდგენა:
საკონკურსო ნამუშევარი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ან ბეჭდური სახით და მას თან უნდა ერთვოდეს ჟურნალისტთა საკონტაქტო ინფორმაცია: სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, ტელეფონი, ელ-ფოსტა.
ელექტრონულად გამოგზავნილი საკონკურსო მასალა უნდა მოიცავდეს ტელე/რადიო გადაცემის ან ინტერნეტ (ონლაინ) მედიანამუშევრის ბმულს, ან ბეჭდურ მედიაში გამოქვეყნებული მასალის სკანირებულ ვერსიას გამოქვეყნების ვადების მითითებით.
ელექტრონული ფორმით განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ldageorgiakutaisi@gmail.com . გზავნილის თემად მითითებული უნდა იყოს „ჟურნალისტთა კონკურსი“.
ბეჭდური სახით საფოსტო ან საკურიერო გზავნილის შემთხვევაში საკონკურსო მასალები გამოგზავნილი ან მიტანილი უნდა იქნას ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს ოფისში მისამართზე: ქ.ქუთაისი, 4600, ა.წერეთლის ქ №111ა. წარმოდგენილი განაცხადები უნდა მოიცავდეს: DVD/CD დისკზე ჩაწერილ ტელე/რადიო გადაცემას; ან ინტერნეტ(ონლაინ) მედია ნამუშევრის სკანირებულ ვერსიას;ან სტატიის სამ ასლს და იმ გაზეთის/ჟურნალის ერთ ორიგინალ ვერსიას, რომელშიც საკონკურსო მასალა გამოქვეყნდა. წარმოდგენილი საკონკურსო ნამუშევარი მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, მითითებით: “ ჟურნალისტთა კონკურსი“.
დამატებითი ინფორმაცია აპლიკანტებისთვის:
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო იტოვებს უფლებას გამოიყენოს საკონკურსო ნამუშევრები საპრეზენტაციო მასალებსა და სხვადასხვა მედიაში, ავტორის სახელისა და გვარის მითითებით .
აქვე გიზიარებთ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მცხოვრები მოქალაქეების აზრს რეგიონის განვითარებასთან დაკავშირებით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
(0431)24 24 02
+995595152115
ldageorgiakutaisi@gmail.com
www.facebook.com/LDAGeorgia
www.ldageorgia.ge
საკონტაქტო პირი: მაგდა ფურცხვანიძე
კომენტარები