ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო-LDA Georgia 27 ოქტომბერს, 15:00 სთ-ზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის N1114 აუდიტორიაში, ახალგაზრდებისთვის გამართავს ღია კარის დღეს.
შეხვედრა მოიცავს რამდენიმე სესიას:
სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს საქმიანობის, ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების შესახებ;
მიიღებენ ინფორმაციას ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული სტაჟირების გავლის შესაძლებლობის შესახებ;
შესაძლებლობა ექნებათ,ადგილზე შეავსონ ორგანიზაციის ბაზაზე არსებული ახალგაზრდული კლუბის სააპლიკაციო ფორმა და გახდნენ კლუბის წევრები;
კომენტარები