background

სხვა

გაიარე სტაჟირება ჩვენთან ან/და გახდი ახალგაზრდული კლუბის წევრი!

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო გთავაზობთ 6 თვიან (არაანაზღაურებად) სტაჟირებას, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.


თუ თქვენ ხართ:
- 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდა;
- მიზანდასახული და ენერგიული;
- სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებული;
- სიახლეების და სირთულეების მიმართ ღია


და გაქვთ:
* კრეატიული აზროვნების უნარი;
* გუნდური მუშაობის უნარი;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი;
* დროის მენეჯმენტი, დეტალებზე ორიენტირებულობა, დაგეგმვისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
* ნახევარ განაკვეთზე მუშაობის დრო,

 

ჩვენ გთავაზობთ ორგანიზაციის საქმიანობაში ჩართვას, რაც გულისხმობს: სხვადასხვა პროექტის განხორციელებას; პროექტების ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობას; საოფისე საქმიანობას; ვიზუალური მასალების შექმნას; საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარების გაუმჯობესებას; პროფესიულ განვითარებას.


დაინტერესებულმა პირებმა 2018 წლის 31 ოქტომბრამდე გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე: ldageorgiakutaisi@gmail.com
ელ-ფოსტის სათაურში მიუთითეთ დასახელება - სტაჟირება LDA Georgia

 

აქვე გთავაზობთ ორგანიზაციის ბაზაზე არსებული ახალგაზრდული კლუბის წევრობის სააპლიკაციო ფორმას, სადაც, ასევე იხილავთ სრულ ინფორმაციას კლუბის შესახებ: t.ly/jzqO8


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი