2018 წლის 17 ოქტომბერს 12:00საათზე, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო,ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გამართავს პროექტის პრეზენტაცია სახელწოდებით „მოქალაქეთა ინიციატივა ანგარიშვალდებული თვითმმართველობისათვის“. პროექტის მიზანია, უზრუნველყოს იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ეფექტური თვითმმართველობის განხორციელება, ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში - ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის სისტემატური ანგარიშგებისა და უწყვეტი დიალოგის მეშვეობით.
შეხვედრაზე ასევე გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ზესტაფონის მუნიციპალიტეტთან, რომელიც მოიცავს პარტნიორულ ურთიერთობებს ადგილობრივ თვითმმართველობასთან, სოციალური ანგარიშვალდებულების ხელშეწყობას, ინკლუზიური დიალოგისა და პოლიტიკის შემუშავების პლატფორმების შექმნას, საზოგადოების მობილიზებას და ცნობიერების ამაღლებას, და უფრო ინფორმირებული სამოქალაქო მოთხოვნის შექმნას.
პროექტი დაფინანსებულია "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის" პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება World Vision საქართველოს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისა (საეა) და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
კომენტარები