background

სხვა

blog image
25 აპრილი

ახალგაზრდული პროექტის დასკვნითი კონფერენცია ქუთაისში

2019 წლის 25 აპრილს, 13:00 საათზე, ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, პროექტის „ახალგაზრდების ცნობიერებისა და ჩართულობის გაზრდა ქალაქ ქუთაისში“ დასკვნით კონფერენციას გამართავს.

შეხვედრის მიზანია პროექტის ფარგლებში გამოკვეთილი საჭიროებების შეჯამება, მიღწეული შედეგებისა და იმ გამოწვევების შეფასება, რომელიც პროექტის განხორციელების პროცესში გამოიკვეთა.

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, აღნიშნულ პროექტს, 2019 წლის თებერვლიდან აპრილის თვის ჩათვლით, ორგანიზაციის ბაზაზე არსებული ახალგაზრდული კლუბის 12 წევრთან ერთად ახორციელებდა.

პროექტის მიზანი გახლდათ: ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა; კვლევების შედეგად იდენტიფიცირებული პრობლემების ჩართული მხარეებისთვის გაზიარება; გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრის გზების დასახვისათვის ადგილობრივი ახალგაზრდების გადამზადება.

პროექტის შედეგად გაუმჯობესდა ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდების სამოქალაქო კომპეტენციები, გამოვლინდა ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებები. კვლევების შედეგად იდენტიფიცირებული პრობლემების შესახებ შექმნილი დოკუმენტი გადაეგზავნება ჩართულ მხარეებს, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებს, რომლებიც ახალგაზრდული მიმართულებით მუშაობენ; გადაწყვეტილების მიმღებ პირთა და ახალგაზრდებს შორის შედგება პირდაპირი კომუნიკაცია მათი საჭიროებებისა და რეკომენდაციების შესახებ.

პროექტი დაფინანსებულია მცირე პროექტების მხარდაჭერის (SPA) პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული თემის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამა წარმოადგენს მშვიდობის კორპუსისა და USAID ერთობლივ ინიციატივას.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი