ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო აგრძელებს რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარეში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის აგროტურების ორგანიზებას. ამჯერად, ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალაგაზრდებისათვის, მოეწყობა აგროტური ღვინის მარანში.
ახალგაზრდები ესტუმრებიან ბაღდათის რაიონ, სოფელ ფერსათში მცხოვრებ მეღვინე ვახტანგ ჯიხვაძის მეორნეობას.
აგროტურის ფარგლებში ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ ვენახის მოვლის მეთოდებს, ღვინის დამზადების წესებსა და ღვინის რეალიზაციის საშუალებებს.
აგროტური ხორციელდება გრანტის „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. აგროტურები იგეგმება, ასევე, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა წარმატებულ მეურნეობებში.
გრანტი „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის, ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.
კომენტარები