background

სხვა

blog image
17 ივლისი

აგროტური ბაღდათში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო აგრძელებს რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარეში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის აგროტურების ორგანიზებას. ამჯერად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალაგაზრდებისათვის, მოეწყობა აგროტური მოცვის პლატნაციებში და ღვინის მარანში.

ახალგაზრდები ესტუმრებიან ვარციხეში მდებარე მოცვისა და ქლიავის პლანტაციებს, ასევე, ბაღდათის რაიონ, სოფელ ობჩაში მცხოვრებ მეღვინე ბაია აბულაძის მეორნეობას.

აგროტურის ფარგლებში ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ ვენახის მოვლის მეთოდებს, ღვინის დამზადების წესებსა და ღვინის რეალიზაციის საშუალებებს.

 

აგროტური ხორციელდება გრანტის „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. აგროტურები იგეგმება, ასევე, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა წარმატებულ მეურნეობებში.

გრანტი „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის, ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი