ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო გრანტის „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში აგრძელებს აგროტურების ორგანიზებას მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების სრული დაცვით.
ორგანიზაცია დიდ მადლობას უხდის მასპინძელი საწარმოების ადმინისტრაციას.
გრანტი „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის, ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.
კომენტარები