ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო(LDA Georgia) იწყებს ახალგაზრდული კლუბის წევრების შერჩევას.
თუ:
კლუბის მიზანია ახალგაზრდების/სტუდენტების განწყობების შეცვლა და მოხალისეობის პოპულარიზაცია, აგრეთვე მათი ინტერესის გაზრდა სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების მიმართ.
გაიცემა სერთიფიკატი!
იჩქარეთ, რაოდენობა შეზღუდულია!!!
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 20 დეკემბერი.
კლუბი შექმნილია პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი(CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
კომენტარები