background

სხვა

ESC - ევროპის მოხალისეობრივი კორპუსის პროგრამა საფრანგეთში

LDA Georgia - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო აცხადებს კონკურსს, რომლის მიზანია ევროპული სოლიდარობის კორპუსის(ყოფილი EVS) პროექტის ფარგლებში 2 ქართველი ახალგაზრდის გაგზავნა საფრანგეთში, ქ. ბორდოში.
პროექტის ხანგრძლივობა: 12 თვე, სექტემბერი 2019 - აგვისტო 2020მონაწილის საქმიანობა პროექტის ფარგლებში: ESC მოხალისეები ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად გეგმავენ და ახორციელებენ აქტივობებს, რომლებიც მიზნად ისახავს ევროპული ღირებებულებების გაძლიერებას, მრავალფეროვნების და მულტიკულტურული ფასეულობების ჩამოყალიბებას ახალგაზრდებში.
გამგზავნი ორგანიზაცია: ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო
მიმღები ორგანიზაცია: Maison De l'Europe Bordeaux-Aquitaine (იხილეთ FB page: http://bit.do/eTtiK )
პროექტის ხარჯები: შერჩეულ მონაწილეებს პროექტის ფარგლებში დაუფინანსდებათ შემდეგი ხარჯები - საერთაშორისო მგზავრობა ორივე გზა; სტუდენტური საცხოვრებლის ხარჯი ქალაქ ბორდოში; 180 ევრო, როგორც ჯიბის თანხა ყოველთვიურად და დამატებით 7.5 ევრო საკვებისათვის ყოველდღიურად, რაც საერთო ჯამში, თვეში 405 ევროს შეადგენს. მონაწილეები, ასევე ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევით.
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ მოცემული სააპლიკაციო ფორმა, ატვირთეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე. უპირატესობა მიენიჭება ფრანგული ენის მცოდნე ახალგაზრდებს.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა : 10 ივნისი, 2019
კონკურსის მონაწილეები შეირჩევიან ორი ეტაპის გავლის საფუძველზე:
1. საბუთების გადარჩევა 2. გასაუბრება ფრანგულ ენაზე
საბოლოო შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მიმღები ორგანიზაცია!


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი