27 თებერვალს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა პროექტის "ახალგაზრდების ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში" ფარგლებში, რომელზეც ახალგაზრდები მიიღებენ ინფორმაციას პროექტის ამოცანების, დაგეგმილი აქტივობებისა და მასში მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ.
პროექტი „ ახალგაზრდების ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში" ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
კომენტარები