background

სხვა

blog image
21 დეკემბერი

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ (LDA Georgia) იმერეთის თერთმეტ (11) მუნიციპალიტეტში, "მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში’’ განხორციელება დაიწყო

ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ (LDA Georgia) იმერეთის თერთმეტ (11) მუნიციპალიტეტში (ბაღდათი, ზესტაფონი, სამტრედია, ვანი, ხონი, წყალტუბო, საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული, თერჯოლა, ტყიბული) დაიწყო პროექტის ,, მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში’’ განხორციელება, რომლის მიზანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა და ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა.

პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ხარაგაულისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტთან.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ხარაგაულის და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავჯდომარემ მოაწერეს.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, საზოგადოებრივი ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, აიტი სპეციალიტი, გენდერული თანასწორობის საბჭოს და შშმ პირთა საბჭოს თავჯდომარეები.

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ,,გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი