პროექტ "მეტი ქალის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში" ფარგლებში "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ" განახორციელა შეხვედრა ხონის მუნიციპალიტეტში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან და დასახელებულ გამგებლობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან. შეხვედრაზე წარდგენილი იქნა ხონის მუნიციპალიტეტში არსებული ქალთა საჭიროებები და ასევე ნაჩვენები იქნა აღნიშნული საჭიროებების შესახებ მომზადებული ვიდეო რგოლი.
პროექტი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ, პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტი“-ს (ACCESS) ფარგლებში და განახორციელდება ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო იმერეთის მხარეში.
კომენტარები