მოხარულები ვართ, კიდევ ერთხელ გაგაცნოთ მეწარმე ხატია წვერავა, რომელიც ჩვენი საგრანტო კონკურსის "ადგილობრივთა ინიციატივა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის ეკონომიკური განვითარებისათვის" გამარჯვებული გახდა.
ხატია სოფელ ძირაგეულში ცხოვრობს და წლებია რაჭაში ერთ-ერთ საუკეთესო ლორს აწარმოებს, რომლის რეალიზაციასაც აქტიურად ეწევა მისი ფეისბუქ გვერდის საშუალებით.
მეწარმეს გრანტის ფარგლებში სათავსო მაცივარი გადაეცა და ის მთელი წლის მანძილზე შეძლებს სათანადო ჰიგიენური ნორმების დაცვით ლორის შენახვა-რეალიზაციას.
კომენტარები