ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, პროექტის "სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა" ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის 9-ვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში ჩაატარა ქუჩის კამპანია - "რეგიონის განვითარება ნიშნავს....".
კამპანიის ფარგლებში მომზადდა ვიდეომასალა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ორგანიზაციის ოფიციალურ Youtube არხზე.
ვიდეო სრულად: https://bit.ly/2V1zFqC
პროექტის მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტებში საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ასოცირების შეთანხმების 21-ე თავის - „რეგიონული განვითარება, თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე“ შესახებ, რომელიც ხორციელდება GIZ-ის პროექტის „მოლდოვასა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში რეგიონული განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პლატფორმა“ ფინანსური მხარდაჭერით.
კომენტარები