background

მედიაცენტრი






ვაგრძელებთ საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის მხარდაჭერას

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ და განათლების,განვითარების და დასაქმების ცენტრმა, პროექტის - „რეგიონული განვითარების პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა საქართველოში (ფაზა II)“ წარმომადგენლებს - რეგიონული განვითარების ექსპერტს ზვიად არჩვაძეს, პროექტის საერთაშორისო ექსპერტს იასეკ ვოზნაკს და ადმინისტრაციულ მენეჯერს დიანა მუხულიშვილს უმასპინძლა.
შეხვედრის მიზანი გახლდათ საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის შესახებ მოსაზრებების გაცვლა, განსაკუთრებით კი ,იმერეთის რეგიონის საჭიროებების გამოკვეთა. 
შეხვედრაზე გაჟღერდა საინტერესო მოსაზრებები სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლის შესახებ რეგიონული განვითარების პროცესში.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი „გფა კონსალტინგ გრუპ“-ის ხელმძღვანელობით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი