ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ (LDA Georgia) 21 აგვისტოს, ქალაქ ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის ტურიზმის რეგიონული ფორუმი გამართა, რომლის მიზანი გახლდათ რეგიონის ტურიზმისა და აგრო-ტურიზმის შესაძლებლობების პოპულარიზაცია.
ფორუმზე სიტყვით წარდგნენ მოწვეული სტუმრები დანიელ მეული, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი; ანა ჩერნიშოვა, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში; მზია გიორგობიანი, საქართველოს რეგიონული და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე; დიმიტრი ხორავა, საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი; მედეა ჯანიაშვილი, სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე; დავით მელუა, ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;
ფორუმის პირველი ნაწილი დაეთმო პანელურ გამოსვლებს, სადაც საუბარი შეეხო საქართველოში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს, COVID 19-ის შემდეგ ძირითად გამოწვევებსა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის ტურისტულ პოტენციალს.
ტურიზმის რეგიონულ ფორუმზე მოეწყო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის საიმიჯო ვიდეორგოლის ჩვენება.
ფორუმის მეორე ნაწილი დაეთმო, აგრო სივრცეში განთავსებულ ადგილობრივი მეწარმეების/ფერმერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას. მონაწილეები წარმოდგენილნი იყვნენ რეგიონისათვის დამახასიათებელი სვადასხვაგვარი პროდუქციით, რამაც სტუმართა დიდი დაინტერესება გამოიწვია.
ასევე, მოეწყო ART სივრცე, სადაც წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები და ხელნაკეთი ნივთები. ფორუმს მუსიკალურად აფორმებდნენ ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები და ბენდი.
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის ტურიზმის რეგიონული ფორუმი გაიმართა ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia) ორგანიზებით, პარტნიორი ორგანიზაციის , რაჭის მდგრადი განვითარების ასოციაცია, მხარდაჭერით, პროექტ „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა, ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.
კომენტარები