background

მედიაცენტრი






ტრენინგი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებისათვის

ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia) იმერეთის თერთმეტ (11) მუნიციპალიტეტში (ბაღდათი, ზესტაფონი, სამტრედია, ვანი, ხონი, წყალტუბო, საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული, თერჯოლა, ტყიბული) ახორციელებს პროექტის ,,მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში’’, რომლის მიზანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა და ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა.

პროექტის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ჩატარდა ტრენინგი. ტრენინგზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში;

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ფუნქცია-ვალდებულებები;

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის შესახებ პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება;

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულების, სხდომის ოქმის, დღის წესრიგის ნიმუშები;

ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე წარმოდგენილმა საბჭომ უნდა შექმნას საფუძველი, რომ ჩამოყალიბდეს კონსულტირების ტრადიცია არამარტო სამოქალაქო სექტორთან, არამედ პროცესში ჩაერთოს მოქალაქეებიც.

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ,,გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის’’ მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი