ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia) იმერეთის თერთმეტ (11) მუნიციპალიტეტში (ბაღდათი, ზესტაფონი, სამტრედია, ვანი, ხონი, წყალტუბო, საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული, თერჯოლა, ტყიბული) ახორციელებს პროექტის ,,მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში’’, რომლის მიზანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა და ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა.
პროექტის ფარგლებში ვანის, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ჩატარდა ტრენინგი. ტრენინგზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში;
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ფუნქცია-ვალდებულებები;
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის შესახებ პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება;
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულების, სხდომის ოქმის, დღის წესრიგის ნიმუშები;
ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე წარმოდგენილმა საბჭოებმა უნდა შექმნას საფუძველი, რომ ჩამოყალიბდეს კონსულტირების ტრადიცია არამარტო სამოქალაქო სექტორთან, არამედ პროცესში ჩაერთოს მოქალაქეებიც.
პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ,,გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის’’ მხარდაჭერით.
კომენტარები