background

მედიაცენტრი






ტრენინგი საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შექმნილი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის ტრენინგი ჩაატარა.
ტრენინგის თემა გახლდათ „CVA ადვოკატირების დაგეგმვა-განხორციელება“ რომელიც წარმოადგენს ადგილობრივ დონეზე ადვოკატირების მეთოდოლოგიას, ახასიათებს მოქალაქეთა ჩართულობის მაღალი დონე და მიმართულია საზოგადოების კეთილდღეობისაკენ ადგილობრივი სერვისების გაუმჯობესების გზით.

მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის წევრები უშუალოდ იყვნენ ჩართულნიპროექტის ფარგლებში განხორციელებული ადვოკატირების პროცესში.ტრენინგი კი მიზნად ისახავდა მონაწილეებისათვის ადვოკატირების არსის, მიზნებისა და მეთოდოლოგიის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, აგრეთვე შესაბამისი უნარ-ჩვევებით აღჭურვას.
აღსანიშნავია, რომ თემის ლიდერები პროექტის დასრულების შემდგომ დამოუკიდებლად შეძლებენ სამოქალაქო ადვოკატირებისდაგეგმვას და განხორციელებას.

პროექტი დაფინანსებულია "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის" პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება World Vision საქართველოს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისა (საეა) და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი