background

მედიაცენტრი






ტრენინგი საბუღალტრო აღრიცხვის შესახებ.

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, გაითვალისწინა ბენეფიციარების სურვილი და გამართა, ახლადშექმნილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის, ტრენინგი საბუღალტრო აღრიცხვის შესახებ.


ტრენინგი შეეხო შემდეგ საკითხებს: ა(ა)იპ შემოსავლის სახეები, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადები,შემოსავლების სამსახურში საშემოსავლოს დეკლარაციის წარდგენის ფორმა და ვადები,გრანტის ფარგლებში შეძენილი საქონლის დღგ-ით დაბეგვრის თავისებურებები და სხვა.

 

ტრენინგი ჩატარდა პროექტის, "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა", ფარგლებში.

 

 

აღნიშნული პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი