ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ ჩაატარა მორიგი ტრენინგი, ქუთაისის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრებთან, პროექტის, "ახალგაზრდების ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში" ფარგლებში.
ტრენინგის თემა შეეხებოდა ფონდების მოძიებას. მონაწილეებს ქონდათ შესაძლებლობა გაეკეთებინათ პრაქტიკული სავარჯიშოები და წარმოედგინათ პრეზენტაციები განხილულ თემასთან დაკავშირებით.
პროექტი "ახალგაზრდების ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში" ხორციელდება ქუთაისის მუნიციპალიტეტში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში.
კომენტარები