ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო ახორციელებს გრანტს "რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა", რომლის მიზანია რეგიონული და ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირება და საზოგადოების სხვადასხვა აქტორის ჩართულობის უზრუნველყოფა პოლიტიკის შემუშავების პროცესში.
გრანტის ფარგლებში გადამზადდა, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერები,მათ შორის ახალგაზრდა ფერმერები, მეურნეობის დაგეგმვისა და მართვის საკითხების შესახებ.
აღნიშნული შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის 4-ვე მუნიციპალიტეტში.
გრანტის პარტნიორია ა(ა)იპ „რაჭის მდგრადი განვითარების ასოციაცია“. პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.
კომენტარები