background

მედიაცენტრი






ტრენინგი ეფექტური მონიტორინგის მექანიზმების შესახებ

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ პროექტის, "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა", ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში არსებული სამოქალაქო საზოგადოების/სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის ჩაატარა ტრენინგი ეფექტური მონიტორინგის განხორციელების მექანიზმების შესახებ.

აღნიშნული ტრენინგის მონაწილეები გაეცვნენ სამოქალაქო მონიტორინგის არსს, ფუნქციას და მისი განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაციის წყაროების მოძიების ტექნიკას. მათ, ასევე მიიღეს ინფორმაცია აქტიური მოქალაქეობის პრინციპების შესახებ.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი