პროექტის, "ახალგაზრდების ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში" ფარგლებში ჩატარდა ტრენინგების კურსი, ქუთაისის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებისთვის.
ტრენინგებზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: სამოქალაქო საზოგადოების როლი, ადვოკატირება და ლობირება, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები, მოქალაქეთა ჩართულობის ფორმები და მონაწილეობითი ბიუჯეტირება. მონაწილეებს ქონდათ შესაძლებლობა გაეკეთებინათ პრაქტიკული სავარჯიშოები და წარმოედგინათ პრეზენტაციები განხილულ თემებთან დაკავშირებით.
პროექტი "ახალგაზრდების ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში" ხორციელდება ქუთაისის მუნიციპალიტეტში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში.
კომენტარები