background

მედიაცენტრი






ტრენინგები სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის

ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ (LDA Georgia) დაასრულა ტრენინგების სერია სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის.

ამჯერად, ტრენინგი ჩატარდა იმერეთის მხარის შემდეგი მუნიციპალიტეტების: საჩხერე, ჭიათურა, თერჯოლა, ტყიბული, ზესტაფონი,სამტრედია, წყალტუბო, ხონი, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.

ტრენინგის მოდულით გათვალისწინებული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა:

მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები;

მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში;

მრჩეველთა საბჭოს როლი/ფუნქცია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში;

პროგრამული საბიუჯეტო პროცესები და ეტაპები;

ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარი პრინციპები/უფლებამოსილებები;

ადგილობრივი თვითმმართველობა დემოკრატიულ სახელმწიფოში;

მუნიციპალიტეტის ფინანსები.

აღნიშნული ტრენინგი გააუმჯობესებს ორგანიზაციის წარმომადგენლების უნარ-ჩვევებს და ადგილობრივ ქსელურ შესაძლებლობებს, რაც მომავალში უზრუნველყოფს მათ გაუმჯობესებულ კოორდინაციას, კომუნიკაციას ადგილობრივ თვითმმართველობასთან, მოქალაქეებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

პროექტის ,,მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში’’განხორციელება შესაძლებელი გახდა ,,გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის’’ მხარდაჭერით.


კომენტარები
logo

ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.

ოფისის მისამართი
  • ქუთაისი / წერეთლის ქუჩა №111
ჩვენი ტელეფონის ნომერი