ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ დაასრულა მეურნეობისა დაგეგმვისა და მართვის საკითხებზე ფერმერთა გადამზადება გრანტის, "რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა", ფარგლებში.
ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერები გაეცნენ აგრობიზნესის მენეჯმენტის თავისებურებებს და პრაქტიკულად განიხილეს მეურნეობის სფეროში არსებული მნიშნელოვანი ქეისები.
აღნიშნული შეხვედრები ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს ორგანიზებით ივნისის თვეში დაიწყო და აგვისტოს თვეში დასრულდა.
სულ გადამზადებულია 160 ფერმერი რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარეში, რომელთაც ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
გრანტი „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის, ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.
კომენტარები